Thursday, March 3, 2016

ტრენინგის მე-9 დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ თითოეული მასწავლებლის პროექტის განხილვით. ვისწავლეთ გვერდის გაჯეტის შექმნა: მათი შეცვლა, წაშლა, დამალვა და საათის გაჯეტის დამატება. ბოლოს მოხდა მთლიანი ტრენინგის შეჯამება.

ტრენინგი მეტწად ნაყოფიერი გახლდათ ჩემთვის. ვისწავლეთ პროექტებზე მუშაობა, პრეზენტაციების შექმნა, დავხვეწეთ ბლოგზე მუშაობა. მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე ვისწავლე  სასწავლო რესურსის დამზადება ( გარდნერის თეორიის მიხედვით ), რაც მეტად მჭირდებოდა ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.

P.S.დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, რომელიც დაუზოგავად მუშაობდა თითოეულ ჩვენთაგანთან და მაქსიმალურად გვაწვდიდდა ახალახალ  ინფორმაციას.

Sunday, February 28, 2016

ტრენინგის მე-8 დღე

დღე დავიწყეთ გამეორებით. შემდეგ შევქმენით ფასილიტაციის რესურსი (პრეზენტაციის ინსტრუქციები power point-ში) . შემდეგ გადავხედეთ ჩვენ პორტფოლიოს და მოვაწესრიგეთ ( დავარქვით სახელები თითოეულ საქაღალდეს).პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე და ვისწავლეთ სიის გაჯეტი. ასევე ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა დრაივზე და მასში ატვირთული მისამართის ლინკი გადავიტანეთ ბლოგზე სიის გაჯეტით.

Saturday, February 27, 2016

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის მე-7 დღე დაიწყო გამეორებით. შემდეგ ტრენერმა დაგვათვალიერებინა ფსიქოლოგის მიერ შექმნილი პრეზენტაცია, რომელიც შედგენილი იყო მოსწავლეთა სხვადასხვა საჭიროებების გათვალისწინებით( გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია). შემდგომ word-ის ფურცელზე    ჩამოვწერეთ ინსტრუქციები  ჩვენი მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით. მე-7 დღე დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობით. 

Sunday, February 21, 2016

ტრენინგის მე-6 დღე.

მეექვსე დღე დაიწყო წინა მასალის გამეორებით. ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება   დავწეროთ პროექტის  სასწავლო პროცედურები. დავათვალიერეთ მოსწავლეთა პრეზენტაციები და შევქმენით ჩვენი მოსწავლიის პრეზენტაცია . განვიხილეთ შეფასების რუბრიკები და შაბლონები შევინახეთ ჩვენ საქაღალდეში შეფასებებში.

Saturday, February 20, 2016

ტრენინგის მე-5 დღე

ტრენინგის მე-5 დღეს გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა, შევინახეთ საავტორო უფლებების და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები. ვისწავლეთ თუ როგორ დავდოთ კომენტარები ბლოგზე, ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის შექმნაზე, ვიმუშავეთ საკუთარ ბლოგში ცვლილებების შეტანაზე : ბლოგის მენიუდან ვისწავლეთ - წაშლა, აღდგენა, ფონის შეცვლა, სურათის ჩასმა, გაჯეტების ჩასმა- სურათით და გამოკითხვით.

Sunday, February 14, 2016

ტრენინგის მე-4 დღე

გადავხადეთ წინა ტრენინგზე ჩვენს მიერ  შევსებულ გეგმას.შემდეგ შევედით სახელმძღვანელოში ketitseradze.blogspot.com -ში -დამხმარე მასალა - ინტელის გზამკვლევი - შინაარსი - მეორე მოდული მესამე აქტივობა. განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. შემდგომ გადავხედეთ გეგმის შეფასებას (რომეო და ჯულიეტა) და ნიმუშის მიხედვით ჩვენი პროექტის გეგმაში შევავსეთ შეფასების გეგმა, შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი და საბაზისო უნარ-ჩვევები.გავეცანით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას და შევქმენით საკუთარი, რომელიც შევინახეთ ჩვენ საქაღალდეში და გადავუგზავნეთ ჩვენ ფოსტას.

Saturday, February 13, 2016

ტრენინგის მე-3 დღე.

ტრენინმგის მესამე დღე დაიწყო წინა მასალის გამეორებით.შემდეგ დავიწყეთ პროექტებზე მუშაობა: პროექტის გეგმაში შევიტანეთ ძირითადი მონაცემები,ხოლო შემდგომ დავადგინეთ ჩვენი  პროექტის სტანდარტი (ესგ-ს დახმარებით),მოვახდინეთ მიზნის განსაზღვრა სტანდარტის და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების  გათვალისწინებით  და ბოლოს შევიყვანეთ მიმართულების მომცემი  ძირითადი კითხვები (ნიმუშების დახმარებით).

Sunday, February 7, 2016

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე

გავიმეორეთ პირველ დრეს განვლილი მასალა.თითოეულმა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტის სახელწოდება. ტრენერმა გაგვაცნო-გაგვამეორებინა word-ის ინსტრუმენტები. დავათვალიერეთ უკვე შექმნილი ბუკლეტები. word-ის  ფურცელზე შევქმენით ცხრილი, გადავიტანეთ გუგლში მოძიებული სურათები, რომლებიც შენახული გვქონდა ჩვენ საქაღალდეში ( სურათები აუდიო- ვიდეო). დავამატეთ ტექსტი და მისამართი.დამზადებული ბუკლეტი შევინახეთ ჩვენ საქაღალდეში (სასწავლო პროექტის დამხმარე).შემდეგ ყველაფერი დავხურეთ და დავზიპეთ( საქაღალდეზე მარჯვენათი გამოვიდა 7 zip-ი  დავაწკაპეთ მესამე ბრძანებას და გავაგზავნეთ ჩვენ ფოსტაზე. 

Saturday, February 6, 2016

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღეს
1.მოხდა გაცნობა ტრენინგის მონაწილეებს შორის
2.ტრენერმა- ქ. ცერაძემ გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსი
3.გავეცანით გზამკვლევს ,შევქმენით საქაღალდე, რომელსაც ეტაპობრივად შევავსებთკურსის მსვლელობისას.
4.გავეცანით და შევინახეთ კურსის რესურსები
5.შემდგომ მოხდა სხვადასხვა პროექტების დათვალიერება და განხილვა.
6.შევქმენით ბლოგი
7.  მოხდა ტრენინგის პირველი დღის შეჯამება.