დღე დავიწყეთ გამეორებით. შემდეგ შევქმენით ფასილიტაციის რესურსი (პრეზენტაციის ინსტრუქციები power point-ში) . შემდეგ გადავხედეთ ჩვენ პორტფოლიოს და მოვაწესრიგეთ ( დავარქვით სახელები თითოეულ საქაღალდეს).პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე და ვისწავლეთ სიის გაჯეტი. ასევე ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა დრაივზე და მასში ატვირთული მისამართის ლინკი გადავიტანეთ ბლოგზე სიის გაჯეტით.
Sunday, February 28, 2016
Saturday, February 27, 2016
ტრენინგის მე-7 დღე
ტრენინგის მე-7 დღე დაიწყო გამეორებით. შემდეგ ტრენერმა დაგვათვალიერებინა ფსიქოლოგის მიერ შექმნილი პრეზენტაცია, რომელიც შედგენილი იყო მოსწავლეთა სხვადასხვა საჭიროებების გათვალისწინებით( გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია). შემდგომ word-ის ფურცელზე ჩამოვწერეთ ინსტრუქციები ჩვენი მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით. მე-7 დღე დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობით.
Sunday, February 21, 2016
ტრენინგის მე-6 დღე.
მეექვსე დღე დაიწყო წინა მასალის გამეორებით. ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება დავწეროთ პროექტის სასწავლო პროცედურები. დავათვალიერეთ მოსწავლეთა პრეზენტაციები და შევქმენით ჩვენი მოსწავლიის პრეზენტაცია . განვიხილეთ შეფასების რუბრიკები და შაბლონები შევინახეთ ჩვენ საქაღალდეში შეფასებებში.
Saturday, February 20, 2016
ტრენინგის მე-5 დღე
ტრენინგის მე-5 დღეს გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა, შევინახეთ საავტორო უფლებების და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები. ვისწავლეთ თუ როგორ დავდოთ კომენტარები ბლოგზე, ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის შექმნაზე, ვიმუშავეთ საკუთარ ბლოგში ცვლილებების შეტანაზე : ბლოგის მენიუდან ვისწავლეთ - წაშლა, აღდგენა, ფონის შეცვლა, სურათის ჩასმა, გაჯეტების ჩასმა- სურათით და გამოკითხვით.
Sunday, February 14, 2016
ტრენინგის მე-4 დღე
გადავხადეთ წინა ტრენინგზე ჩვენს მიერ შევსებულ გეგმას.შემდეგ შევედით სახელმძღვანელოში ketitseradze.blogspot.com -ში -დამხმარე მასალა - ინტელის გზამკვლევი - შინაარსი - მეორე მოდული მესამე აქტივობა. განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. შემდგომ გადავხედეთ გეგმის შეფასებას (რომეო და ჯულიეტა) და ნიმუშის მიხედვით ჩვენი პროექტის გეგმაში შევავსეთ შეფასების გეგმა, შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი და საბაზისო უნარ-ჩვევები.გავეცანით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას და შევქმენით საკუთარი, რომელიც შევინახეთ ჩვენ საქაღალდეში და გადავუგზავნეთ ჩვენ ფოსტას.
Saturday, February 13, 2016
ტრენინგის მე-3 დღე.
ტრენინმგის მესამე დღე დაიწყო წინა მასალის გამეორებით.შემდეგ დავიწყეთ პროექტებზე მუშაობა: პროექტის გეგმაში შევიტანეთ ძირითადი მონაცემები,ხოლო შემდგომ დავადგინეთ ჩვენი პროექტის სტანდარტი (ესგ-ს დახმარებით),მოვახდინეთ მიზნის განსაზღვრა სტანდარტის და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გათვალისწინებით და ბოლოს შევიყვანეთ მიმართულების მომცემი ძირითადი კითხვები (ნიმუშების დახმარებით).
Sunday, February 7, 2016
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე
გავიმეორეთ პირველ დრეს განვლილი მასალა.თითოეულმა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტის სახელწოდება. ტრენერმა გაგვაცნო-გაგვამეორებინა word-ის ინსტრუმენტები. დავათვალიერეთ უკვე შექმნილი ბუკლეტები. word-ის ფურცელზე შევქმენით ცხრილი, გადავიტანეთ გუგლში მოძიებული სურათები, რომლებიც შენახული გვქონდა ჩვენ საქაღალდეში ( სურათები აუდიო- ვიდეო). დავამატეთ ტექსტი და მისამართი.დამზადებული ბუკლეტი შევინახეთ ჩვენ საქაღალდეში (სასწავლო პროექტის დამხმარე).შემდეგ ყველაფერი დავხურეთ და დავზიპეთ( საქაღალდეზე მარჯვენათი გამოვიდა 7 zip-ი დავაწკაპეთ მესამე ბრძანებას და გავაგზავნეთ ჩვენ ფოსტაზე.
Saturday, February 6, 2016
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველ დღეს
1.მოხდა გაცნობა ტრენინგის მონაწილეებს შორის
2.ტრენერმა- ქ. ცერაძემ გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსი
3.გავეცანით გზამკვლევს ,შევქმენით საქაღალდე, რომელსაც ეტაპობრივად შევავსებთკურსის მსვლელობისას.
4.გავეცანით და შევინახეთ კურსის რესურსები
5.შემდგომ მოხდა სხვადასხვა პროექტების დათვალიერება და განხილვა.
6.შევქმენით ბლოგი
7. მოხდა ტრენინგის პირველი დღის შეჯამება.
1.მოხდა გაცნობა ტრენინგის მონაწილეებს შორის
2.ტრენერმა- ქ. ცერაძემ გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსი
3.გავეცანით გზამკვლევს ,შევქმენით საქაღალდე, რომელსაც ეტაპობრივად შევავსებთკურსის მსვლელობისას.
4.გავეცანით და შევინახეთ კურსის რესურსები
5.შემდგომ მოხდა სხვადასხვა პროექტების დათვალიერება და განხილვა.
6.შევქმენით ბლოგი
7. მოხდა ტრენინგის პირველი დღის შეჯამება.
Subscribe to:
Posts (Atom)